2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა დავით გოგუამ და მაია დარასელიამ გამართეს შეხვედრა ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის #7 საჯარო სკოლის მე-7, მე-10 კლასის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.
ადვოკატებმა შეხევდრაზე განიხილეს ადამიანის უფლებები, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი საკითხები, ასევე ბულინგის, ტოლერატობის, ოჯახური ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თემატიკა. ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, მოსწავლეები და პედაგოგოები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.
