Top
ონლაინ დახმარება

 

უკრაინულ სახლში კონსულტაციები ჩატარდა

26 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და გერმანიის მთავრობის (Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო)  მხარდაჭერით, თბილისში მდებარე  "უკრაინულ სახლში" გაიმართა შეხვედრა უკრაინელ ლტოლვილებთან.

იურიდიული დახამრების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პიროებს. კითხვები ძირითადად ეხებოდა საქართველოს შრომით კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება და საქართველოში დასაქმებულ უცხოელთა საქმიანობის რეგულაციას ეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP პროექტების კოორდინატორი ვანო ჩიტაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისოს ურთიერტობებია დეპარტამენტის უფროსი მაია ნოზაძე.