2026 წლის 12 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარება.
პროექტის მიზანია ბავშვთა უფლებრივი დაცვის გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროექტი გაგრძელდა რუსთავის №24 და №18 საჯარო სკოლებში შეხვედრით, სადაც მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ, გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობასა და მათთვის ხელმისაწვდომ სერვისებს.
შეხვედრები ჩატარდა ინტერაქციულ და ასაკობრივად ადაპტირებულ ფორმატში, რაც ხელს უწყობს ბავშვების აქტიურ ჩართულობას, თემის მარტივად აღქმასა და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
შეხვედრების ფარგლებში ბავშვებს წარედგინათ საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში „გახსოვდეს შენი უფლება“, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებების შესახებ. მოსწავლეებს ასევე გადაეცათ ბავშვთა უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია და საინფორმაციო ბროშურები, რაც კიდევ უფრო დაეხმარებათ საკუთარი უფლებების უკეთ გაცნობიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაში.
აღნიშნული აქტივობები ხორციელდება იურიდიულ დახმარების სამსახურსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და გაგრძელდება პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით.
