იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებთან. 24 მაისს, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებთან.
კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს სამართებრივი დახმარების პირობები გააცნეს და 2015 წლიდან სამოქალაქო–ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით დანერგილ საადვოკატო მომსახურებას ისაუბრეს.
იურიდიული დახმარების ბიუროები თვითმმართველობის მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია, ადგილორბრივ გამგეობებთან თანამშრომლობით, მოქალაქეთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.