იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ქართველ პროფესიონალთა ჯგუფთან ერთად, გაცნობითი ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გაეცნობა აშშ–ის გამოცდილებას და პრაქტიკას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების მიწოდების და ამ სფეროში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, აგრეთვე – არასამთავრობო სექტორისა და კერძო საადვოკატო ფირმების თანამშრომლობის საკითხებს.
ვიზიტის პროგრამა დატვირთულია. მონაწილეები ეწვევიან ამერიკის რამდენიმე შტატს და შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.