Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ადვოკატის დახმარებით, არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

  • მცხეთის ბიუროს ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის დახმარებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდეს არასრულწლოვანი მირზა მ., რომელსაც ბრალი ედებოდა მუნიციპალური ქონების დაზიანება-გადანდგურებაში.
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებულ იქნა არასრულწლოვანი დემურ ხ., რომელსაც ბრალი ედებოდა პორტატული კომპიუტერის კვების ბლოკის ქურდობაში. არასრულწლოვანს თბილისის ბიუროს ადვოკატი, მილერინა მემანიშვილი იცავდა.
  • სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ქურდობაში ბრალდებული კიდევ ერთი არასრულწლოვნის, ამირან ა.-ის მიმართ, რომელსაც თბილისის ბიუროს ადვოკატი, თამარ გაბოძე იცავდა. ამირან ა.-ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდების მექანიზმი.

კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, არასრულწლოვან ბრალდებულს მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. კერძოდ, ქურდობაში ბრალდებული სტეფან კ.-სთვის პროკურატურა  პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის,  პაატა მანველიშვილის ძალისხმევით კი, არასრულწლოვანი გათავისუფლდა დაკავებიდან და მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა.