Top
ონლაინ დახმარება

 

ქურდობაში ბრალდებული სრულად გამართლდა

იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახამრების ბიუროს ადვოკატი ირაკლი შენგელია სავალდებულო წესით იცავდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები ზ.ჯ.–ს ინტერესებს. საქმე მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით (თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვიდან 10 წლამდე ვადით).

ბრალდების დადგენილებით, ზ.ჯ. –მ  დროის მოკლე მონაკვეთში ერთ–ერთ სოფელში ორი სახლი გაქურდა. თუმცა ბენეფიციარი ყველაფერს უარყოფდა, თავს დამნაშავედ არ სცნობდა და  გამართლებას ითხოვდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ირაკლი შენგელიამ ბენეფიციართან კონსულტაციის შემდეგ, შეაჯერა პოზიცია, ჩამოაყალიბა დაცვის სტრატეგია და საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო პროცესზე, ზ.ჯ.–ს უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.

მოწმეთა დაკითხვის, წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის და ადვოკატის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდგომ, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებულ ზ.ჯ.–ს მიმართ გამამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.