მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გიორგი თოთაძე, მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს წარდგინებით, ჩაერთო მოქალაქე ი. ძ.-ს საქმეში, რომელიც 17 - ჯერ არ გამოცხადდა პრობაციის სამსახურის თიანეთის ბიუროში და სასამართლოს მიერ დაკისრებული, მასზე დაკისრებული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 200 საათიდან მხოლოდ 4 საათი შეასრულა. პრობაციის ბიურო ი.ძ-ს მიმართ სასჯელის შეცვლას ითხოვდა.
გიორგი თოთაძე ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ნათესავების დახმარებით დაუკავშირდა ი.ძ.-ს . გაუწია მას შესაბამისი კონსულტაცია, და წარადგინა სასამართლო სხდომაზე. ადვოკატმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სადაც არგუმენტირებულად იყო ახსნილი პრობაციონერის იმჟამინდელი მდგომარეობა.
მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და პრობაციონერს სასჯელი არ შეუცვალა. ი.ძ.-მ თავისუფლად დატოვა სასამართლო დარბაზი და პრობაციის ბიუროს წარმომადგენელთან მისი ვალდებულების აუცილებელ შესრულებაზე შეთანხმდა.