რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში შემოვიდა საქმე, რომლის მიხედვითაც დაკავებული იყო ორი პირი. ერთი - ჯ.ა. -მკვლელობის ბრალდებით, მას დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი ნიკა გუჯაბიძე და მეორე - ნ.ს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად. ნ.ს. -ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი ზურაბ ტყემალაძე. ბრალდებულთან პირველივე შეხვედრის დროს ადვოკატ ზურაბ ტყემალაძისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ.ს.-ს მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, აღნიშნულის გამო საქმეში ასევე ჩაერთო რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი მაკა რევია.
ჯ.ა.-ს საქმე განიხილეს ნაფიცმა მსაჯულებმა და იგი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნეს. ნ.ს.-ს საქმე კი არ იყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი. ამიტომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში არაერთი სხდომა ჩატარდა. იმის მიუხედავად, რომ ჯ.ა.-ს გამამართლებელი განაჩენი აქარწყლებდა ადვოკატ მაკა რევიას დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მოითხოვა მტკიცებულებათა უტყუარი დადასტურება, რომ არ მომხდარა განზრახ მკვლელობა.
სასამართლო სხდომებზე დაიკითხნენ მოწმეები .ბრალდების მხარე აპელირებდა ერთადერთ მტკიცებულებაზე ნ. ს.-ს წინააღმდეგ - ეს იყოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და პოლიციელთა ჩვენება. დაცვის მხარემ მოახერხა სასამართლოს დარწმუნება, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფორმალური იყო და მასში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას. წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის შედეგად, განხორციელდა მოწმეთა კრიტიკული დაკითხვა.
საბოლოო ჯამში რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ნ. ს. უდანაშაულოდ ცნო.